ნინო წილოსანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას  ძირითადი ყურადღება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც იმავდროულად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეცაა, დაეთმო როგორც აგრარული მიმართულების საკითხებს, ასევე, გენდერული თანასწორობის თემებს.

„შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს ორივე მიმართულება, როგორც აგრარული, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხები ელჩისა და საელჩოსთვის აქტიური თანამშრომლობის მიმართულებებს წარმოადგენს. ისინი კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით აგრარულ სექტორში, მათ შორისაა, საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე, რძის პროდუქტების წარმოების წახალისება და სხვა საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს კანონმდებლობას, თუ შემდეგ მის აღსრულებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც აგრარული კომიტეტიდან, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოდან, მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ საელჩოსთან და პირადად ქალბატონ ელჩთან”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული აქტივობებიც დაგეგმეს, როგორც აგრარული სექტორის განვითარების, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები