გია ვოლსკი: ოპოზიციის მიერ დაყენებული არერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს

“მათ მიერ დაყენებული არცერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დესტრუქციაზეა ორიენტირებული.

„აქციები სიახლე არ არის, აქციები იგეგმებოდა არჩევნებამდეც და დესტრუქციული პროცესების განვითარების მოთხოვნა დღის წესრიგში დგას 2013 წლიდან, როცა სააკაშვილი დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში. ეს არის რეალობა და მას საზოგადოებამ უნდა გაუსწოროს თვალი. განსაკუთრებით, მივმართავ იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მის მხარდამჭერებს რაიმე სიმართლე გააჩნიათ შექმნილ ვითარებაში – არცერთი პოზიცია, მათ მიერ დაყენებული არცერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ეს გვახსოვდეს ყველას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები