„ნიკა მელია სახელმწიფოს დაუპირისპირდა, მისი ქმედება პროვოკაციული იყო, მან სახელმწიფო გამოიწვია“ – ვეფხვია გულედანი

 

“ნიკა მელია სახელმწიფოს დაუპირისპირდა, მისი ქმედება პროვოკაციული იყო, მან სახელმწიფო გამოიწვია და შესაბამისი პასუხი მიიღო”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ვეფხვია გულედანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გულედანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
„თუ ვინმე კანონზე მაღლა დადგება, ეს სახელმწიფოს ნგრევის მიზეზი იქნება. ამიტომ, მელიას აყვანის ოპერაცია აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო.
ნიკა მელია სახელმწიფოს დაუპირისპირდა, მისი ქმედება პროვოკაციული იყო, მან სახელმწიფო გამოიწვია და შესაბამისი პასუხი მიიღო.
ეს იყო ერთი კონკრეტული ადამიანის აყვანის ოპერაცია და არა – შტურმი. მელიამ კანონს პირდაპირ უთხრა, ჩემზე მაღლა ვერ იქნებიო. სახელმწიფო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან მისი უპირველესი მოვალობაა, დაიცვას კანონი. ხელისუფლებამ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო“, – განაცხადა გულედანმა.
ანალიტიკოსმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურებებიც შეაფასა.
„გვინდა, შევაფასოთ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება, ჩვენს სახელმწიფოზე ერთგვარი ზეწოლა, რომელიც ვიხილეთ. გარკვეული პერიოდით სახელმწიფო დიპლომატიური შტურმის ქვეშ აღამოჩნდა. მაგრამ, როგორც კი პროცესი განვითარდა და სხვა ეტაპზე გადავიდა, საერთაშორისო საზოგადოებისგან შერბილებული ტონი ვიხილეთ. ისინი 2-3 საათით ადრე სხვა ტონში საუბრობდნენ, დღის ბოლოს კი საკითხისადმი დამოკიდებულება შეცვალეს, თუმცა, საკუთარი პოზიციებიდან რადიკალური გადასვლა ვერ მოხერხეს იმიტომ, რომ თავიანთი პირველადი სიტყვების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, რთული გასაგები იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ის, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპოზიიცური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მესიჯი იყო გაგზავნილი, რომ შეიჭრნენ მათთან, დაარბიეს. ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვებოდა ის რექციები, რაც მოჰყვა. მაგრამ როგორც კი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მოხდა პასუხგება, ანუ შესაბამისი დოკუმენტაციის, მიზეზ-გარემოებების ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია, ტონი შერბილდა. ეს იყო ერთი კონკრეტული ადამიანის აყვანის ოპერაცია და არა – შტურმი.
დიპლომატების შეშფოთებას ჩვენი მხრიდანაც აქვს შეფასება. ეს ჩვენთვის შერჩევითი სამართლის ტოლფასია – იქედან გამომდინარე, რომ, მოგეხსენებათ, უახლოეს წარსულში აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა. ამ ფაქტს სხვა რეაგირება მოჰყვა ამერიკაში. დაკავებულია 250 ადამიანი, კაპიტოლიუმზე შტურმის დროს 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის თანამშრომლები არ გასამართლებულან, რადგან ჩაითვალა, რომ ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა. რას ვხედავთ ჩვენ საქართველოში: რა მიზეზითაც  უნდა ყოფილიყო პარლამენტის წინ აქცია, ეს არ იძლევა იმის შესაძლოებლობას, რომ პარლამენტის შენობაში შეხვიდე და შტურმით აიღო. ჩვენ აქაც იგივე მდგომარეობა ვიხილეთ, რაც ამერიკაში. პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო. საკანონდმებლო ორგანოზე შტურმს რეაგირება უნდა მოჰყვეს როგორც ამერიკაში, ისე – საქართველოში.
რაც შეეხება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხს – მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკება უალტერნატივოა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ მოლაპარაკებებეში, მოუსმინონ ფასილიტატორ ელჩებს“, – განაცხადა გულედანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები