არჩილ თალაკვაძე: ვგმობთ ჟურნალისტის მიმართ მომხდარ ძალადობას
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას ეხმაურება.
მისი თქმით, ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს.
“ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.