ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების მნიშვნელობაზე.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მეგობრული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები