პავილიონისი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ლოეტუვის ელჩი, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.

როგორც მედია იტყობინება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. ლიეტუვის სპიკერის განცხადებით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში გაკეთებული განცხადებები შესაძლოა, გამოიყენონ “არამეგობრულმა ძალებმა”, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები