ხატია დეკანოიძე: ელჩებთან ვისაუბრეთ, როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა
ელჩებთან ვისაუბრეთ, როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს იქნება აუცილებლად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოძემ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი ნიკა მელიას დაკავება იყო.
„საუბარი იყო ნიკა მელიას დაკავებაზე და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმზე, იმ არალეგალურ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელა პოლიციამ, მათ შორის მხუთავი გაზის გამოყენებაზე. დაწვრილებით აღვწერეთ ყველაფერი, თუმცა მათ ყველაფერი ისედაც კარგად იციან. ვისაუბრეთ, თუ როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს პლატფორმა იქნება აუცილებლად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იყო ნიკა მელიას დაკავება“, -განაცხადა დეკანოიძემ.