ლინკევიჩიუსი: შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით, ნატო-ს პარტნიორობის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება

“შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით, ნატო-ს პარტნიორობის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება”, – ასე ეხმაურება ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“  დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ამ ყველაფრის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს”, — წერს ლინას ლინკევიჩიუსი
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები