ჯეიმს აპატურაი: ნატო-ში ელოდებიან, რომ საქართველო, როგორც უახლესი პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ სტანდარტებს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ალიანსში ელოდებიან,  საქართველო – როგორც უახლესი პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ სტანდარტებს.

ამის შესახებ აპატურაიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო-ში ელოდებიან, რომ საქართველო, როგორც უახლესი პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე აქტიურად იმუშავა. აღნიშნული გულისხმობს დიალოგის გზით პოლიტიკური უთანხმოების მოგვარებასა და ისეთი რიტორიკისა და ქმედებაზე უარის თქმას, რომელიც პოლარიზაციას იწვევს”, – წერს აპატურაი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები