“კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია” – ზაალ ანჯაფარიძე

“თავისუფლებაზე საუბრისა და თავისუფლებისკენ მოწოდების მორალური უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვინც რეალურად იღწვოდა და იღწვის თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ,,ფეისბუქის,, პირად გვერდზე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ პროცესებს აფასებს:

“დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით, სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ. რაც  უნდა დაწერონ და თქვან აქ, ჩემთვის მთავარია, რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი – კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია.
„ნაცებისა“ და მათ სატელიტების მიერ, მათი წარსულიდან გამომდინარე, სიტყვა „თავისუფლების“ ხსენება და კულტივირება არის უბრალოდ ცინიზმი”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები