ირაკლი კობახიძემ შს მინისტრსა და ყველა პოლიციელს წარმატებული ოპერაციის სანიმუშოდ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა

პარტია “ქართული ოცნების” თვამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ასევე, ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაციაში ჩართულ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა  და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო ამ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფო ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებასა და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას”, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები