ნინო ბურჯანაძე: ეს არის დიქტატურის დამყარება

“ეს არის დიქტატურის დამყარება”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს არის დიქტატურის დამყარება, ძალიან მაინტერესებს, ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ ჰყავდათ, რომ ეთქვათ, 23 თებერვალს ეს არ უნდა გაეკეთებინათ?! ოღონდ 11:00 საათზე მივლენ და იუნკრების ხსოვნის პატივსსაცემ ღონისძიებას ჩაატარებენ. ძალიან სირცხვილია”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები