გიგი უგულავა – მელიაზე: ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება

“ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში 23 თებერვალს დიქტატურა გაფორმდა.
„ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება. საქართველოში 23 თებერვალს გაფორმდა დიქტატურა. საბჭოთა არმიის დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ჩვენ, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ამას არ შევეგუებით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ! უკომპრომისო ბრძოლა იქნება“, – აცხადებს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები