ხატია დეკანოიძე: ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს

ენმ-ს ოფისში ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობას გეგმავს – ამის შესახებ  განცხადება ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” შეეცდება შეაგზავნოს პროვოკატორი, რომელიც შეეცდება პოლიციის იქ მისვლის შემთხვევაში პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაზე გადავიდეს:

“ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ს ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარაგად იციან, რომ ჩვენს ხელთაა უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს”, – ამბობს დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები