ირაკლი ბერაია: ის ნაბიჯები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და პრიორიტეტები, რაზეც ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდაოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას
„ის ნაბიჯები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ბატონმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდაოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებულ დაფასებას ქართული პოლიცია იმსახურებს.
„განსაკუთრებულ დაფასებას და მხარდაჭერას იმსახურებს ჩვენი საამაყო ქართული პოლიცია, რომელიც მიუხედავად რადიკალების და უპასუხისმგებლო სუბიექტების მხრიდან აუტანელი შეურაცხყოფების კასკადისა, მაღალი პროფესიონალიზმით და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ის ნაბიჯები, რაც უწყებაში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ბატონმა ვახტანგმა ისაუბრა, უდაოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.