აქციის მონაწილეებს პარლამენტთან წარწერის დატოვების საშუალება არ მისცეს – “ლელოს” წევრების ინფორმაციით, არიან დაკავებულები
პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აციას პარტია „ლელოს” წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.
„ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პარლამენტთან წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
„ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულები არიან საბა ბუაძე, ლუკა თევზაძე და თაზო დათუნაშვილი.
პარლამენტთან აქტივისტების დაკავებას ადასტურებენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აქციაზე დაკავებულია 5 პირი.