გიორგი ბარამიძე: ველოდით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოთვლილი იყო პუტინისგან გავრილოვის პირით

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე მოსალოდნელი იყო.

,,ველოდით ამ გადაწყვეტილებას. როგორც ივანიშვილის ჯიბის პარლამენტმა, ისე ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ გამოიტანა ის განაჩენი, რომელიც ნაკარნახევი იყო ასე უტიფრად და ღიად, პუტინისგან შემოთვლილი გავრილოვის პირით, რომ პრევენციის მიზნით ნიკა მელია უნდა იყოს დაკავებული, რომ ქართველებმა ვეღარასდროს გააპროტესტონ, მაგალითად ის, რაც გავაპროტესტეთ გავრილოვის ღამეს,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები