გიორგი ვაშაძე: ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და უნდა ვიაროთ შეთანხმების გზით

“გონი და ჭკუა რომ ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„გონი და ჭკუა რომ ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ცალკე აღებული ვერცერთი პარტია, ვერცერთი პოლიტიკური ძალა და, მათ შორის, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს ცალკე პროტესტის აგორებას. ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, არაძალადობრივი და უნდა ვიაროთ შეთანხმების გზით“, – განაცხადა ვაშაძემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები