რუსეთმა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა და ბეგარაც გაზარდა

დღეიდან მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს რუსეთი 17.5 მილიონ ტონამდე ზღუდავს.

რუსული მხარის განმარტებით, ექსპორტის ლიმიტირება პურისა და ფქვილის ფასის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე არ გავრცელდება.

gazeta.ru -ს ინფორმაციით, ექსპორტზე დაწესებული ლიმიტის გარდა, 15 თებერვლიდან 25 ევრომდე იზრდება ხორბლის ექსპორტის მოსაკრებელიც, ხოლო 1-ელი მარტიდან მოსაკრებელი ტონაზე 50 ევრომდე გაიზრდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო. ამ ხნის განმავლობაში, ჯამურად, საქართველომ $ 49 ,3 მილიონის ხორბალი შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები