მიხეილ სარჯველაძე: იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ იაპონია რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იაპონიის ელჩს საქართველოში აკირა იმამურას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

„ვისაუბრეთ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის შესანიშნავ ტრადიციაზე, რომელიც არსებობს ორ სახელმწიფოს შორის. ხაზი გაესვა იმ ყველაზე საჭირო საკითხებს იაპონელი ხალხის მხრიდან, რომლითაც ხასიათდება იაპონურ-ქართული ურთიერთობები, რაც, რასაკვირველია, დასაფასებელია. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ იაპონია რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად როგორც მისი დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების პატივისცემის განმტკიცების მიმართულებით, ასევე, დეოკუპაციის მიმართულებით. ამ საკითხებთან მიმართებაში დადასტურდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მნიშვნელობას იმისა, რომ შენარჩუნებული იყოს მსგავსი პრინციპი ურთიერთობებში. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მათ შორის, კოვიდ19-ის ზეგავლენაზე ადამიანის უფლებათა თემასთან დაკავშირებით. გამოითქვა მზადყოფნა და სურვილი იმისა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში, კონკრეტული მიმართულებებით, რომელიც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპის განმტკიცებასთან ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები