მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 109 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში, 14 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 109 106 464 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 81 130 802 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 405 463 გარდაიცვალა. აღნიშნულს ვებგვერდ „Worldometers“-ის მონაცემები მოწმობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში დიაგნოსტირებულია კორონავირუსის 372 ათასი შემთხვევა – მათგან უმრავლესობა აშშ-ში, ბრაზილიასა და საფრანგეთში. ყველაზე მეტი სიკვდილიანობა კვლავინდებურად აშშ-ში, ბრაზილიასა და მექსიკაში ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები