იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდას მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Guardian„ ავრცელებს.

„იაპონიის მეტეოროლოგიური სამმართველოს განცხადებით, ეს ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო, რომელიც აღნიშნულ რაიონში 2011 წლის შემდეგ მოხდა“,- აღნიშნავს გამოცემა.

მიწისძვრამ გამოიწვია ელექტრომომარაგების მასობრივი გათიშვა, დენის გარეშე 950-ზე მეტი ოჯახი დარჩა. როგორც ცნობილია, გაფრთხილება ცუნამის შესახებ არ ყოფილა.

ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულ რაიონებში მეწყერი ჩამოწვეს ან შენობები ჩამოინგრეს. ადგილობრივებს ურჩევენ განმეორებითი ბიძგებისთვის მზად იყვნენ.

@’nk‚ʼnó‚ꂽŽð•r‚ð•Ð•t‚¯‚éŽð“X‚Ì“X’·‚P‚R“úŒßŒã‚P‚PŽž‚S‚O•ª‚²‚ëA•Ÿ“‡Žs

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები