ენტონი ფაუჩის განცხადებით მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და შეზღუდვების, მხოლოდ ეტაპობრივად შემსუბუქება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდში პირბადის ტარება , ხოლო შეზღუდვები თანდათან, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ენტონი ფაუჩის თქმით, ამერიკელებისთვის კიდევ მინიმუმ რამდენიმე თვის მანძილზე იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება.

„მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება პირბადის ტარება და აუცილებელია, რომ შეზღუდვები მოიხსნას ეტაპობრივად და ფრთხილად“ – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

ასევე, მისი განცხადებით, სკოლების გახსნა ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში არის სრულიად რეალური და ყველაფერი უნდა მოხდეს უსაფრთხოების ზომების დაცვით.

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 97 525 და გარდაცვალების 5 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები