პანდემიის დროს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდულად შემცირდა, სამსახური 1.7 მილიონმა ადამიანმა დაკარგა

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა შემცირდა რეკორდული, 9.9%-ით, რამაც ფაქტიურად წაშალა ბოლო შვიდი წლის მიღწევები და ქვეყანა დააბრუნა 2013 წლის პოზიციებზე, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი თქმით, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში მოხსნილმა შეზღუდვებმა, მცირედით გააუმჯობესა ეკონომიკური სურათი, შეიმჩნეოდა პოზიტიური ტენდენციები, თუმცა, გასული წლის ბოლო კვარტალში მშპ დაეცა 10%-ით, ხოლო სამსახურის გარეშე 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი დარჩა.

„ამასთან, ინგლისის ბანკის ინფორმაციით, ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში 1709 წელს, თითქმის 300 წლის წინ, როდესაც ევროპაში უჩვეულოდ ცივი ზამთარი იყო, რასაც მოჰყვა წყალდიდობები. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, წარმოებისა და მშენებლობის სფეროებში მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პანდემიამდე მდგომარეობისგან“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები