ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაცმოძრაობაა“

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პარტია „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს.

მისი თქმით, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ სააკაშვილის ტყვეობაში არიან.

„ფაქტია და თვითონ ამბობენ, რომ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში, პირდაპირ თუ ირიბად, ეს დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში. ამიტომ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები