ევროკომისარმა აღიარა, რომ ევროპამ დაუშვა შეცდომა ვაქცინის განაწილების მიმართულებით

 

როგორც უცხოური მედია წერს, ევროკომისარმა აღიარა, რომ ევროპამ დაუშვა შეცდომა ვაქცინის განაწილების მიმართულებით.
მედიის ინფორმაციით, ევროკომისია და მისი ხელმძღვანელი კრიტიკის ობიექტები გახდნენ მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში შეიქმნა სერიოზული შეფერხებები ვაქცინაციის პროცესში პრეპარატების დაგვიანებისა და არარსებობის გამო.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა დააგვიანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის ავტორიზაციის უფლების მიცემა, რის შედეგადაც შეიქმნა შეფერხებები მიწოდების მხრივ. ევროკომისარმა განაცხადა, რომ აუცილებელია, გაერთიანებამ კვლავ გააგრძელოს ვაქცინების ერთობლივად შესყიდვის პროცესი.

საფრანგეთში დიდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს და ჯერ კიდევ არაა აცრილი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ან იყო დაბარებული აცრაზე, თუმცა, ვაქცინაციის ცენტრში მისულს შეატყობინეს, რომ ვიზიტი გაუქმებულია. მაგალითად, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრს შესაძლებლობა აქვს, დღის განმავლობაში მიიღოს 200-მდე მოქალაქე, თუმცა, ვაქცინის დოზების გათვალისწინებით, მხოლოდ მესამედი დატვირთვით მუშაობს. „როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ფერხდებოდა ვაქცინის მოწოდება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ჩანიშნული ვიზიტების გაუქმება“, – განაცხადა პარიზის ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები