წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება
წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
“გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.