ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სპეციალური სწავლება განხორციელდა

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ პროექტის ფარგლებში, ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სპეციალური სწავლება განხორციელდა. მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, ადგილობრივი სპეციალისტები მონაწილეებს ხე-ტყის დამზადების მთელ ციკლს – ტყეკაფის გამოყოფის, პრაქტიკული მერქნის დამზადებისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (მოტორიანი ხერხი; მორსათრევი ტრაქტორი;) უსაფრთხოდ გამოყენების ტექნოლოგიებს გააცნობენ.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატყეო სამეურნეო ღონისძიებები მაღალი რისკის შემცველია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლები ფლობდნენ შესაბამის ცოდნას, როგორც სამუშაო უსაფრთხოების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის მასშტაბები ტყის რესურსებით მდგრადად სარგებლობის მიმართულებით“ – აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა კობა სილაგაძემ.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარეობს. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და განმახორციელებელ პარტნიორს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებულია 14 მლნ ევროს საგრანტო ხელშეკრულება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები