ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არ აქვს, მით უფრო, ზაფხულში

“ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არ აქვს, მით უფრო, ზაფხულში”, –ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით გადაწყვიტა, ვისი ყოფნა სურს ხელისუფლებაში.

„ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არ აქვს, მით უფრო, ზაფხულში, როცა უფრო ეთბილება. მუხტის აწევა გაუჭირდებათ. მუხტის აწევა თუ უნდოდათ, ზამთარშიც კარგად აწევდნენ, თუმცა არ გამოსდით და ვერც გამოვა, რადგან ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით გადაწყვიტა, ვისი ყოფნა სურს ხელისუფლებაში და ვისი – ოპოზიციაში. მათ ლიმიტი ამოეწურათ და ოპოზიციაში ყოფნის თავი არა აქვთ, რაც მათი პრობლემაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები