„ევროპულმა სკოლამ” 2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
„ევროპულმა სკოლამ”, საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებულმა პირველმა სკოლამ საქართველოში, 2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლიდან აცნობეს, საერთაშორისო „ევროპულ სკოლაში“ შეისწავლება შემდეგი პროგრამები: საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები: დაწყებითი პროგრამა(PYP); I-V კლასები საბაზო პროგრამა(MYP); VI-X კლასები სადიპლომო პროგრამა(DP); XI-XII კლასები ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS); VIII-XII კლასები ქართული პროგრამა: I-XII კლასები სკოლამდელი აღზრდის ცენტრი – „ევროპული ბაღი“.
R