მიხეილ სარჯველაძე: საარჩევნო ბარიერის შეთავაზებას საცდურად მოიხსენიებენ – ეს საკითხი განსახილველია
“საარჩევნო ბარიერის შეთავაზებას საცდურად მოიხსენიებენ თუ განხეთქილების ვაშლად, ეს საკითხი განსახილველია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეფასებებს.
მისივე თქმით, არჩევანი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას მიღებული.
“საარჩევნო ბარიერის შეთავაზებას საცდურად მოიხსენიებენ თუ განხეთქილების ვაშლად, ეს საკითხი განსახილველია. თითოეულ ამ საკითხზე არჩევანის გაკეთება უნდა მოხდეს მთავარ ღირებულებაზე, რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.