მიხეილ სარჯველაძე: შეზღუდვების დაუშვებლობაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა – კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა

“ზოგადი საუბარი, რომ დაწესებული შეზღუდვები რამე ფორმით დაუშვებელია, უპასუხისმგებლობა და არაეთიკურია. კოვიდის საწინააღმდეგო მოქმედებები და ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების დაწესება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ახსნილია.

„მიდგომა, რომ შეზღუდვების დაწესება უფლებებს ზღუდავს და ამის საწინააღმდეგოდ გაკეთებული მოწოდებები, სამარცხვინოა. შეზღუდვების დაწესება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ახსნილია. ყოველდღიურად აუცილებელია კონკრეტული შეზღუდვის თანაბარზომიერებისა და პროპორციულობის შეფასება, მაგრამ ზოგადი საუბარი, რომ დაწესებული შეზღუდვები რამე ფორმით დაუშვებელია, უპასუხისმგებლობა და არაეთიკურია. კოვიდის საწინააღმდეგო მოქმედებები და ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა. უფლებების შეზღუდვის ერთადერთი ტესტი მართლზომიერების დადგენაა, თუ რამდენად პროპორციული და თანაზომიერია სხვა ღირებულების დასაცავად. ასეთია ცივილიზებული სამყაროს ხედვა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები