საქართველომ 59 მლნ. დოლარის ელექტროენერგია შეიძინა

2020 წელს საქართველომ 59 მლნ. აშშ დოლარის ელ. ენერგია შეიძინა. იმპორტირებული ენერგიის 38 % რუსეთზე მოდის.
როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ენერგომიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წლის განმავლობაში ელ. ენერგიის გენერაცია წლიურ ჭრილში, ანუ 2019 წელთან შედარებით 5.9%-ით შემცირდა. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-0.7% წ.წ.), თუმცა, განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7.7%-ით არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში. შემცირებულია ქვეყნის ელ. ენერგიის შარშანდელი მოხმარებაც 10.3%-ით. ეს შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებითა და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება, აიხსნას. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები