ირაკლი ზარქუა: ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის, თუ არა და, ამით თავის თავს გამოუტანს განაჩენს

„ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის ამ გირაოს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყოველი ადამიანის ქცევა, მნიშვნელობა არ აქვს სტატუსს, ექვემდებარება კონსტიტუციასა და სამართლიან გადაწყვეტილებას.

ზარქუას თქმით, ნიკა მელია ცნობილია თავისი პროვოკაციებითა და გამოხდომებით.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყოველი ადამიანის ქცევა, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ექვემდებარება კონსტიტუციასა და სამართლიან გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის ამ გირაოს, არ აქვს მნიშვნელობა პირადად ის, თუ მისი მეგობრები. ჩვენ გვახსოვს ანალოგიური განცხადებები მისი პოლიტიკური გუნდელებისგან, რომ არ გადაიხდიან, მაგრამ მოუწიათ გადახდა. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ. ვურჩევ ბატონ მელიას, ნუ დაექვემდებარება ამ შანტაჟს და ნუ დაიწყებს პროვოკაციას. მან დაარღვია კანონი, ისევე როგორც სხვა რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც გადაიხადეს გირაო და თვითონაც გადაიხადოს. მას მოუწევს გადახდა, თუ არა და, თავის თავს გამოუტანს ამით განაჩენს, ის იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ. ამას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები