ირაკლი ზარქუა: მივმართავ ზელენსკის, იქნებ, თავის ჩინოვნიკ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა

“მივმართავ ზელენსკის, იქნებ, თავის ჩინოვნიკს, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილის უაზრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მაქვს თხოვნა, რომ იქნებ ლაგამი ამოსდონ, რადგან სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან უხერხულია. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კანონი უზენაესია განურჩევლად სტატუსის, მრწამსის თუ რელიგიური მიმდინარეობის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს თუ ჯარიმებს დაექვემდებარება. სახელმწიფოს პროვოკაცია არ უნდა მოვუწყოთ და ინსტიტუციები არ უნდა ჩამოვშალოთ. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ვინც ამაზე მიდის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგას და არის ჩვეულებრივი პროვოკატორი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები