გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს – საელჩო განცხადებას ავრცელებს
გაერთიანებული სამეფოს საელჩო ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
“გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.
გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.