გია აბაშიძე: ვისაც პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობის ნიუანსები ესმის, გაიგებს, ვისაც არა, დარჩეს ეულად ქუჩაში სასტვენით
“ვისაც პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობის ნიუანსები ესმის, გაიგებს, ვისაც არა, დარჩეს ეულად ქუჩაში სასტვენით”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციისათვის საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დადებითი აღქმები და რეაქციებია ვაშინგტონში.
,,როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები მიესალმებიან მმართველი გუნდის გუშინდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციისათვის საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების შესახებ. ბუნებრივია, ამ თემაზე დადებითი აღქმები და რეაქციებია ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში. ვისაც პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობის ნიუანსები ესმის, გაიგებს. ვისაც არა და ვერ, დარჩეს ეულად ქუჩაში სასტვენით.
კელი დეგნანის თქმით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა”, – წერს გია აბაშიძე.