პენტაგონში რუსეთთან ბირთვულ ომს არ გამორიცხავენ
“არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთთან ან ჩინეთთან რეგიონული საფრთხე შესაძლოა, გადაიზარდოს კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ჩარლზ რიჩარდი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის გამოცემის თებერვლის ნომრისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.
რიჩარდი აღნიშნავს, რომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პენტაგონი ბირთვულ სახელმწიფოებთან პირდაპირ შეტაკებას არ განიხილავდა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.
“არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთთან ან ჩინეთთან რეგიონალური საფრთხე შესაძლოა, გადაიზარდოს კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებით. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ ქვეყნების მთავრობები ჩვეულებრივი შეირაღების პოტენციალს ამოწურვის შედეგად მათი პოლიტიკური წყობილების, ან სახელმწიფოს ჩამოშლის საფრთხე დადგება”, – წერს ადმირალი რიჩარდი.
მისი თქმით, არ უნდა გამოირიცხოს, რომ პოტენციურმა მეტოქემ შესაძლოა, ბირთვული პოტენციალი გამოიყენოს.
ჩარლზ რიჩარდის აზრით, იმ დროს, როდესაც პენტაგონი კონცენტრირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლაზე, რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოსთვის აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, და საერთაშორისო ნორმებისთვის “ცივი ომის” შემდეგ არნახული ინსტრუმენტების გამოყენებით გახდა გამოწვევა, ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიც არის კიბერთავდასხმა და საფრთხე კოსმოსში.
მისი თქმით, ამგვარი ქმედება პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს.
“აქტიური კონკურენცია უნდა გავუწიოთ, რომ მათი აგრესია შევაკავოთ; მათი ინიციატივებისთვის დათმობის გზის სიარულით მათ წარმოდგენებს ვამყარებთ, რომ შეერთებულ შტატებს არ სურთ, ან არ შეუძლიათ პასუხის გაცემა”, – წერს რიჩარდი.
მან ხაზი გაუსვა ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული შესაძლებლობების ზრდას, კერძოდ, დეტალურად ისაუბრა რუსული ბირთვული ძალების მოდერნიზებასა და ახალი შეიარაღების შემუშავებაზე.