რატი იონათამიშვილი: ტერმინის „სამხრეთ ოსეთის“ აღდგენა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი იყო – ჩვენ ვთავისუფლდებით ისეთი ტერმინებისგან, რომელიც ოკუპანტის მხრიდან გარედან მოხვეული იყო

,,ტერმინის „სამხრეთ ოსეთის“ აღდგენა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ტერმინი სამხრეთ ოსეთი იყო ყოველთვის ხელოვნური და თავისი შინაარსით ოკუპაციის მხარეს იდგა და სწორედ ამიტომ, ზვიად გამსახურდიამ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, თავის დროზე რაც მიიღო, გააუქმა ეს ტერმინი. შემდეგ მისი აღდგენა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორედ იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. რა თქმა უნდა, არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს. ეს არის წმინდა ქართული მიწა და ტერიტორიები. ჩვენი ქვეყანა არის თავისთავადი და დამოუკიდებელი თავისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამასაც ეფუძნება, რომ ჩვენ ვთავისუფლდებით ისეთი ტერმინებისგან, რომელიც ოკუპანტის მხრიდან გარედან მოხვეული იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები