ჰაკან ფიდანი: რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება

რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონფლიქტი ყველა მონაწილისთვის ძვირად ღირებული აღმოჩნდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომმა „შეჩერების ყველაზე ახლო წერტილს“ მიაღწია.

თურქულ სატელევიზიო არხ „A Haber“-თან ინტერვიუში ფიდანმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებსაც სურთ კონფლიქტის დასრულება.

„ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე რთულ მომენტშია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული. ომი ფაქტობრივად დრონების ბრძოლად გადაიქცა“, – განაცხადა ფიდანმა.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი უნდა დასრულდეს.

„ეს გამოფიტვის ომად გადაიქცა. არც ერთი მხარე რეალურად დიდ შედეგს არ იღებს, პირიქით, ორივემ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა“, – განაცხადა ფიდანმა.

ფიდანმა დასძინა, რომ რუსეთის ბლოკადა, რომელიც აფერხებს ენერგორესურსების შესყიდვებსა და ვაჭრობას, საბოლოოდ ართმევს ევროპას იმას, რისი შეთავაზებაც რუსეთის მსგავს დიდ ძალას შეუძლია. „ამას თავისი ფასი აქვს. და ეს ფასი მთავრობებისთვის პოლიტიკურ შედეგებს იწვევს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები