არჩილ გორდულაძე: ,,დიფ სთეითი“ იბრძვის იმ ადამიანების დასასჯელად, რომელთათვისაც მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი

,,პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმსჯელებს ევრობიუროკრატია კონკრეტულ ქვეყანას, ან კონკრეტულ პირებს შეუზღუდოს, თუ არ შეუზღუდოს უვიზოდ მოძრაობის შესაძლებლობა”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრძვის „დიფ სთეითი“ იმ ადამიანების დასასჯელად, ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტია მთავარი.

„თუ აქამდე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის საკითხების რეგულირებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მაჩვენებლები, კონკრეტული საფუძვლები, მაგალითად როგორიც არის ზრდა უკანონო მიგრაციისა, ახლა უკვე პოლიტიკური მდგენელია სრულად შემოსული. შესაბამისად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმსჯელებს ევრობიუროკრატია – ის ადამიანები, რომლებზედაც განსაკუთრებული გავლენა აქვს დიფ სთეითს, კონკრეტულ ქვეყანას, ან კონკრეტულ პირებს შეუზღუდოს თუ არ შეუზღუდოს უვიზოდ მოძრაობის შესაძლებლობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ დიფ სთეითი იბრძვის იმ ადამიანების დასასჯელად, რომელთათვისაც მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები