“მოძმე უკრაინელ ხალხს ისეთ ხელისუფლებას ვუსურვებ, რომელიც შეესაბამება უკრაინის ღირსეულ მიზნებს” – მათიკაშვილი

“სამწუხაროდ, მიხაილ პოდოლიაკის სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა“.

„სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა და ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ იყო კოორდინირებული უკრაინის სპეცსამსახურებთან, რა მიზანს ისახავდა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში მისი შემოსვლა. მათი მიზანია, საქართველოში ქაოსის და დესტაბილიზაციის შექმნა. საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა იყო ამ ყველაფრის მიზანი. სამწუხაროდ, ეს სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი. მოძმე უკრაინელ ხალხს ისეთ ხელისუფლებას ვუსურვებ, რომელიც შეესაბამება უკრაინის ღირსეულ მიზნებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები