ირაკლი ქადაგიშვილი: კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუ დეპუტატები სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უფლებამოსილება უწყდებათ, ამიტომ, ეს საკითხი მათი განცხადების გარეშეც დადგება

“კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუკი დეპუტატები საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უფლებამოსილება უწყდებათ. ამიტომ, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მათი განცხადების გარეშეც დადგება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც იმას ემსახურება, რომ კარი რჩება ღია, რათა ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებისა და პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„რეგლამენტი არ ირღვევა, ეს მათი ნებაა, მაგრამ ამავდროულად კანონი ითხოვს, რომ პარლამენტმა მათი ეს ნება ან დაადასტუროს, ან არ დაადასტუროს. ისინი არ არიან ბოიკოტის რეჟიმში, ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. გამომდინარე აქედან, რამდენ სხდომასაც გააცდენენ, რეგლამენტით როგორც არის გათვალისწინებული, იმდენი ხელფასი ჩამოეჭრებათ. ამავდროულად, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუკი დეპუტატები საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უფლებამოსილება უწყდებათ. ამიტომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათი განცხადების გარეშეც დადგება. ეს საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე იქნებ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები