“მემორანდუმის დეტალურ ანალიზს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ „მოქალაქეებთან“ ხელი მოაწერა და ჩვენ მიერ შეთანხმებულ ტექსტს, მაქსიმუმ, ხვალ დილით გამოვაქვეყნებ, დაახლოებით, 10-15 კომპონენტშია განსხვავება” – გიორგი ვაშაძე

“კმაყოფილი ვიქნებოდი თუ დღეს „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტდა, რადგან პინგ-პონგი შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით შეწყდებოდა, შესაბამისად, არშეწყვეტა ნიშნავს, რომ პროცესი გაგრძელდება და „ოცნება“ რაღაცისთვის არის მზად – არ ვიცი რისთვის, მაგრამ ამისთვის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ კონკრეტულ წინადადებებზე, რაც ოპოზიციისთვის შეიძლება, მისაღები იყოს.
„ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სიმპტომები უნდა აჩვენოს, რომ დავინახოთ, მზად არიან, მეხუთე რაუნდზე ახალი წინადადებებით მოვიდნენ. იმ პაკეტს, რაც დღეს მაგიდაზე დევს,
დეტალურ ანალიზს მემორანდუმისას, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ „მოქალაქეებთან“ ხელი მოაწერა და ჩვენ მიერ შეთანხმებულ ტექსტს, მაქსიმუმ, ხვალ დილით გამოვაქვეყნებ, დაახლოებით, 10-15 კომპონენტშია განსხვავება.
ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კანონების მიღების დროს ჩვენი მონაწილების გარეშე რომ წარიმართოს პროცესი, ზუსტად ვიცოდეთ, რაზე არის საუბარი. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრისთვისაც ვამზადებ, რადგან დეტალურად იცოდნენ, თუ რა ცვლილებებია მათთან ერთად განხილულ დოკუმენტში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები