პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

კენჭისყრაში „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ მონაწილეობდნენ. რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებმა თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდურად განიხილეს.

მანამდე „გირჩმა“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იგივე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები