გიორგი ვაშაძე: მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ

“მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა, მზად ვართ დიალოგისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით უნდა მივიდეს, რათა შეთანხმება შედგეს.

„ამის შემდეგ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან და კონკრეტული წინადადებებით უნდა მოვიდნენ ოპოზიციასთან, რომელიც მისაღები იქნება, რათა შეთანხება შედგეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის არაფერი იცვლება. ჩვენი მოთხოვნები წაყენებული გვაქვს მოლაპარაკებებზე, არ ვაპირებთ არანაირი ახალი ინიციატივებით გამოსვლას, ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ წინადადებას. მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა, მზად ვართ დიალოგისთვის. დღეს დღის წესრიგში დგას ოთხი საკითხი. არავის რაიმე განსხვავებული არ უთქვამს ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე. თუ მათ აქვთ სხვა ალტერნატიული წინადადებები, ვადამდელ არჩევნებთან, პლებისციტთან დაკავშირებით, მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა ეს წინადადება“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები