კონსტიტუციონალისტი: საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არის მისი პირადი განცხადება – სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება
კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაია ,,ქართულმა ოცნების” იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა.
ჩოკორაიას განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არის მისი პირადი განცხადება – სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.
“საქართველოს კონსტიტუცია ნათლად და მკაფიოდ ამბობს, რომ პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არის მისი პირადი განცხადება. ასეთი კონსტიტუციური პრაქტიკა აქვს საქართველოს პარლამენტს და სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. პროცედურული ნორმები, რომლებიც ვადის გაწელვისთვის იქნა გამოყენებული, ხელისუფლებამ არ გამოიყენა პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად. როგორც კი პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 100-ს ჩამოსცდება, მაშინ ჩვენ პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა დაგვიდგება”, – განაცხადა ჩოკორაიამ.