აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთის მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მოვალეობების შესრულებიდან პირველ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ღრმად არის შეშფოთებული რუსეთში საპროტესტო აქციების უხეში ჩახშობის გამო, ასევე, ათასობით ადამიანის დაპატიმრებით.

ამის შესახებ მან NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პროტესტების მიღმა აშშ დგას, რომ ვაშინგტონი რუსეთის საქმეებში უხეშად ერევა.

ბლინკენის თქმით, დემონსტრაციები იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის მოქალაქეები კორუფციითა და ავტოკრატიით დაიღალნენ.

“რუსეთის მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს, თუ ფიქრობს, რომ ეს ჩვენ გვეხება. ეს მათ ეხებათ. ეს მათ მთავრობაზეა. ეს აქციები იმედგაცრუების შედეგია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები კორუფციის, ავტოკრატიის გამო განიცდიან და ვფიქრობ, რომ მათ შიგნით უნდა შეიხედონ და არა პრობლემა გარეთ ეძებონ”, – განმარტა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები