ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. აფრიკული შტამის შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც მოგზაურობას არ უკავშირდება

ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ორი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან, ინფიცირებულებს სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული ორი ინფიცირებული ასევე არ იმყოფებოდა ისეთ პირებთან კონტაქტში, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან არიან ქვეყანაში ჩასული.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ.სამხრეთაფრიკული შტამი იანვარში დაფიქსირდა, თუმცა, მაშინ ყველა შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით იგეგმება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, მათ შორის, უსიმპტომო მატარებელი პირების, სურეის საგრაფოში, სადაც ეს ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები