საფრანგეთში, სამთო კურორტების გახსნის მოთხოვნით, გზები დაბლოკეს

საფრანგეთში, სავოიას დეპარტამენტში მოსახლეობამ საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი გვირაბის შესასვლელი დაბლოკეს.

BFMTV-ს ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთავრობამ სოციალური კატასტროფის ასარიდებლად სამთო კურორტები უნდა გახსნას.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ემანულ მაკრონთან შეხვედრას ითხოვენ, ასევე სურთ, რომ სეზონურად დასაქმებულებზეც გავრცელდეს უმუშევრობასთან დაკავშირებული ფინანსური დახმარება.

იმის გამო, რომ სამთო კურორტები თებერვალშიც იქნება ჩაკეტილი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში ასობით ათასი ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

აქციის მონაწილეებმა ჟანდარმების თხოვნით გვირაბში შესასვლელი მალევე გაათავისუფლეს.

დღეს დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პრემიერ ჟან კასტექსისა და სამთო კურორტების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ელოდებიან, რომ მთავრობა მათ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები